Friday, December 5, 2014

1. პროექტის სახელწოდება  " მათემატიკის საჭიროება ცხოვრებაში "
2.
პროექტის მთავარი იდეა (1-2 წინადადებით)-      მათემატიკის საჭიროების და აქტუალობის დანახვა ჩვენს ცხოვრებაში
3. პროექტის აქტუალობა-      მოსწავლეებს უჭირთ დაინახონ რა მნიშვნელოვანი და საჭიროა მათემატიკის ცოდნა ყოველდღიურ ცხოვრებაში, ამის გასააზრებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა თავად ჩაებან კვლევა-ძიებაში.  (ბანკებში გამოკითხვის ჩატარება სესხის საპროცენტო განაკვეთის დონის დასადგენად)
4. პროექტის მიზნები- მოსწავლეები შეძლებენ ჩაატარონ გამოკითხვა სხვადასხვა ბანკში და დაადგენენ სესხებზე საპროცენტო განაკვეთების დონეს, მოახერხებენ გამოიკვლიონ მიზეზები რაც განაპირობებს საპროცენტო განაკვეთების ცვლილებას,  შეძლებენ შეადარონ ერთმანეთს  და დაადგენენ რომელ ბანკშია უკეთესი პირობები, მოამზადებენ პრეზენტაციებს კვლევასთან დაკავშირებით რომელიც განხილული იქნება ღია გაკვეთილზე, მოსწავლეები დაინახავენ რამდენად მნიშვნელოვანია მათემატიკა ყოველდღიურ ცხოვრებაში,  შეიძენენ და გაიუმჯობესებენ კვლევა- ძიების და ანალიზის უნარებს, ასევე ინტერვიუს აღების უნარებს,  გაიღრმავებენ ისტ ტექნოლოგიებთან მუშაობის უნარ ჩვევებს.
5. მონაწილეთა ასაკი VII-X
6.
ვადები/ ხანგრძლივობა -ერთი თვე
7.
მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას- მოსწავლეები ჩაატარებენ გამოკითხვას სხვადასხვა ბანკში და დაადგენენ სესხებზე საპროცენტო განაკვეთების დონეს, გამოიკვლევენ მიზეზებს რა განაპირობებს საპროცენტო განაკვეთების ცვლილებებს, შეადარებენ ერთმანეთს  და დაადგენენ რომელ ბანკშია უკეთესი პირობები, მოამზადებენ პრეზენტაციებს კვლევასთან დაკავშირებით რომელიც განხილული იქნება ღია გაკვეთილზე, მოსწავლეები დაინახავენ რამდენად მნიშვნელოვანია მათემატიკა ყოველდღიურ ცხოვრებაში,  შეიძენენ და გაიუმჯობესებენ კვლევა- ძიების და ანალიზის უნარებს, ასევე ინტერვიუს აღების უნარებს,  გაიღრმავებენ ისტ ტექნოლოგიებთან მუშაობის უნარ ჩვევებს.
8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები- ფურცელი, კალამი, ფოტოაპარატი, კომპიუტერი, პროექტორი,


9. პროექტის მსვლელობის ძირითადი აქტივობები-გამოწვევის პროცესი,  სესხების შესახებ სხვადასხვა მაგალითების მოყვანა, კითხვარების შედგენა, ბანკის თანამშრომლებისგან ინტერვიუს აღება, კვლევა, დისკუსიის გამართვა მოძიებულ მასალებზე სამუშაო შეხვედრის დროს, ისტ-ის გამოყენება პრეზენტაციის მომზადებისას, პრეზენტაცია
10. საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი- ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს მრავალ საგანში- ქართულ ენასა და ლიტერატურაში- შეიძენენ ინტერვიუს აღების უნარებს, გამოუმუშავდებათ კვლევის და დისკუსიის გამართვის უნარი, საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებაში- პრეზენტაციის მომზადებით და ინტერნეტში განთავსებით.
11. მერი კინკრიაშვილი
12. merikinkriashvili.gmail.com
13. pmeriproeqti.blogspot.com